24 დეკემბერი 2024,   05:57
ვრცლად
ჩვენი პოზიციაა, ნატოს ასპირანტ ქვეყნებს MAP-ი მიენიჭოთ - მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი NATO-ს გაფართოების მომხრეა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თურქეთი ნატო-ს გაფართოების მომხრეა. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთის პოზიციაა ნატო-ს ასპირანტ ქვეყნებს წევრობის სამოქმედო გეგმა, ანუ MAP-ი მიენიჭოთ.

"მე რაც ვთქვი, ის არის, რომ თურქეთი ნატოს გაფართოვების მომხრეა. ეს იყო ჩემი გზავნილი. თურქეთი მხარს უჭერს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გაფართოვებას. ნატოს ჰყავს ასპირანტი ქვეყნები და მათ წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა მიენიჭოთ, ეს არის ჩვენი, თურქეთის პოზიცია,"- განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

დღის ამბები