ისანში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებში დაწყებული კონფლიქტი დაჭრით დასრულდა.
შუახნის მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.