02 აპრილი 2020,   13:39
ვრცლად
გუდაურში ინციდენტის დროს დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უმძიმესია

გუდაურში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უმძიმესი რჩება.

26 წლის ახალგაზრდა მუცლის არესა და ხელშია დაჭრილი და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ გუშინვე დააკავა. 39 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, მან 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიზანმიმართულად გაისროლა - მოკლა 22 წლის ბიჭი და მძიმედ დაჭრა მეორე პირი.

დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ,ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელი, მოკლული და დაჭრილი ერთმანეთს იცნობდნენ

 

დღის ამბები