23 აპრილი 2024,   18:53
ვრცლად
ხონში სკოლაში ხანძარია - ცეცხლი მეორე სართულს უკიდია

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი მეორე სართულს უკიდია. მათივე ინფორმაციით, დაზიანდა შენობის ჭერი.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  მიმდინარეობას სალიკვიდაციო სამუშაოები, დაშავებული არავინ არაა, ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, 35 მეხანძრე-მაშველი.

დღის ამბები