მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - გარდაბნის მუნიციპალიტეტში მამაკაცი მანქანაში დამწვარი იპოვეს.
ადგილობრივების ნაწილი მკვლელობის და კვალის დაფარვის მიზნით მანქანის დაწვაზე საუბრობს, ნაწილი კი უბედურ შემთხვევაზე.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, გამოძიება ამ ეტაპზე 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.