არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარუდგენს.
უმრავლესობის დეპუტატების თქმით, ყურადღება 2019 წელს მიღებულ ძირითად კანონპროექტებზე გამახვილდება, მათ შორის, სავარაუდოდ, საუბარი მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზეც იქნება. ოპოზიცია პარლამენტის მუშაობას უარყოფითად აფასებს.
ოპოზიცია პარლამენტის მუშაობას კვლავ ბოიკოტს უცხადებს და პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშზე დასწრებას არ აპირებს.