თურქეთში ბოლო 24 საათის მანძილზე ორი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თურქეთის დასავლეთ ნაწილში, მუღლას პროვინციაში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.2 მეათედი მაგნიტუდა შეადგინა. რამდენიმე საათით ადრე კი 5.2 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა მინისაში.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გასულ თვეს თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც 41 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.