27 აპრილი 2024,   01:28
ვრცლად
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ახალი საშტატო განრიგი დაამტკიცა

3 ხმა 2-ის წინააღმდეგ - აჭარის სახოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ახალი საშტატო განრიგი დაამტკიცა და შტატების შემცირების საკითხს მხარი დაუჭირა. 

ცვლილება შეეხო ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას, უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს.

ცვლილებას სარედაქციო პოლიტიკასა და შინაარსზე პასუხისმგებელი პირები ალტერნატიულ პროფკავშირებთან ერთად საფრთხედ აფასებენ. ამბობენ, რომ ამის მიზანი სარედაქციო ვექტორის შეცვლაა.

გადაწყვეტილება ძალაში 24 თებერვალს შევა. საშტატო ერთეულების შემცირების ინიციატივით მრჩეველთა საბჭოს გიორგი კოხრეიძემ მიმართა.

დღის ამბები