28 ნოემბერი 2024,   19:59
ვრცლად
ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეს რამდენიმე წუთში დატოვებს - მას მეგობრები და ახლობლები ელოდებიან

ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებას რამდენიმე წუთში დატოვებს. სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულების სამარტოო საკნიდან ყოფილ პრემიერ-მინისტრს დღეს გამოუშვებენ. ე.წ. მატროსოვის ციხესთან მას მეგობრები და ახლობლები ელოდებიან.

ჯერჯერობით ადგილზე არ გამოჩენილან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ვანო მერაბიშვილთან ერთად საქმიანობდნენ.

როგორი იქნება მერაბიშვილის პოლიტიკური გეგმები, მას შემდეგ გაირკვევა, რაც მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.

სანდრო გირგვლიანის საქმე, 26 მაისის აქციის დარბევა, ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება, კვარიათის აგარაკები, ამომრჩევლის მოსყიდვა - ყველა ამ საქმეზე ყოფილმა პრემიერმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა სასჯელის ვადა სრულად მოიხადა, თუმცა სასამართლო პროცესი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სხვა საქმეებზე ახლაც მიმდინარეობს.

დღის ამბები