28 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ვერცერთი უცხოელი ვერ წყვეტს, ვინ როდის გამოვიდეს ციხიდან - წულუკიანი მერაბიშვილზე

ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის და მის უფლებადამცველებს საზოგადოება შეცდომაში შეყავთ.

"რაც შეეხება საკნიდან გაყვანის ეპიზოდს, ამ ეპიზოდზე გამოძიება გაიხსნა თავიდან, მიმდინარეობს, მაგრამ კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ადვოკატები და პარტიის წევრები მედიის საშუალებით ეუბნებოდნენ ამ პატიმარს წლების მანძილზე, იყო ის, რომ საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამო, ევროსაბჭო დაავალებდა მთავრობას მის ვადაზე ადრე გათავისუფლებას. 

ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ეს იყო სიცრუე, ვითომ ეს პატიმარი პოლიტიკური პატიმარია და მას 2020 წლის თებერვალზე ადრე გაათავისუფლებინებდნენ უცხოელებს, ეს იყო სიცრუე. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ვერცერთი უცხოელი ვერ წყვეტს, ვინ როდის უნდა გამოვიდეს ციხიდან,"- განაცხადა თეა წულუკიანმა. 

დღის ამბები