საჩხერეში მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ არასრულწლოვანს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. არასრულწლოვანის ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი ესმა ნორაკია იცავს. როგორც ადვოკატი აცხადებს, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ. მომდევნო პროცესი 40 დღის ვადაში გაიმართება.
ოჯახი დაკავებულის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. როგორც დაკავებულის ბიცოლა ამბობს, მისი გამართლება, არასრულწლოვნის სტატუსის გამო, დაუშვებელია და მას სასჯელის მაქსიმალური ზომა უნდა შეეფარდოს.
მამის მკვლელობაში ბრალდებულის ნათესავების თქმით, ამგვარი ქმედებით სხვა ოჯახებსაც დაიცავენ.
მკვლელობა საჩხერეში 18 თებერვალს მოხდა, შვილმა მამა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედარი სარდაფში დამალა.