26 აპრილი 2024,   15:54
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 17 წლის მოზარდი თავისუფალია

გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიიდან საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 17 წლის მოზარდი თავისუფალია.

აღნიშნული ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს სუსში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, გათავისუფლებული მოზარდი უკვე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

გუშინ, 17 წლის ბიჭი გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში შეშის შეგროვებისას დააკავეს. არასრულწლოვნის უკანონო დაკავება საოკუპაციო ზოლთან ახლოს მოხდა, მასთან ერთად მყოფმა რამდენიმე პირმა გაქცევა მოასწრო, მოზარდი კი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.

დღის ამბები