28 ნოემბერი 2024,   18:02
ვრცლად
ხანძარი სოფელ დიღომში ერთსართულიან სახლს გაუჩნდა

ხანძარი თბილისში - ცეცხლი გვიან ღამით, სოფელ დიღომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო და სამაშველო ბრიგადა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე აცხადებს, რომ სამაშველო ბრიგადამ ცეცხლი დროულად ჩააქრო.

"სოფელ დიღომში ცეცხლი გაუჩნდა ერთსართულიანი სახლს. ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო მანქანა, მოხდა ცეცხლის დროულად ლოკალიზება, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და დაშავებული არავინ არ არის,"-ოთარ კერესელიძე.

დღის ამბები