22 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
22 თებერვალს ჩინეთიდან ჩამოსული 15 მუშა ლანჩხუთში ორკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფება

22 თებერვალს ჩინეთიდან ჩამოსული 15 მუშა ლანჩხუთში, ავტობანის კომპანიის ოფისის ტერიტორიაზე, ორკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფება. მათ მდგომარეობას ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დისტანცირებულად ამოწმებს.

დაავადების ნიშნები ჯერჯერობით არც ერთ მათგანს არ აღენიშნება.

"უნდა გვცოდნოდა ჩამოსულების რაოდენობა. ასევე უნდა გვცოდნოდა, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები უხანი პროვინციაში. ისინი იმყოფებიან ცალკე კორპუსში და მათ სხვა დანარჩენ თანამშრომლებთან ურთიერთობა აქვთ ნაკლებად. ანუ ეს არის თვითიზოლაცია," - განაცხადა  ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ვლადიმერ ჩხაიძემ.

 

 

 

 

დღის ამბები