ნაძალადევში მომხდარი საზარელი მკვლელობა უკვე გახსნილია. საკუთარ სახლში ნაპოვნი გარდაცვლილი დედა-შვილის სავარაუდო მკვლელი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
"კურიერის" ინფორმაციით, ოჯახის წევრმა, რომელიც 19 წლის არის, დედა და ბებია მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.
კადრები "კურიერმა" ექსკლუზიურად გადაიღო.
დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ცხედრები ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს. სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.