25 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ განცხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. 

მინისტრის ინფორმაციით, "კოვიდ 19" საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც ირანიდან საქართველოში აზერბაიჯანის სზღვრის გავლით შემოვიდა.

"მინდა მოგახსენოთ, რომ სასაზღვრო ზოლზე მოქალაქე შემოწმდა ჩვენი მესაზღვრეების მიერ, რომლებიც სრულიად ეკიპირებულები იყვნენ, ვინაიდან მათი ჯანმრთელობა ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია. ისინი ასრულებენ ჩვენს მიერ მიწოდებულ ყველა დავალებას, ეს მათი დასნებოვნების რისკს ამცირებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლა ვახორციელებთ ამ მებაჟეების კონტროლსაც და ისინიც გადაყვანილები იქნებიან საკარანტინო სივრცეში.

ამ ეტაპისთვის პაციენტი მთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში. მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქები, ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან ჩვენი მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

დღის ამბები