26 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
შემთხვევების 81% სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, შესაძლოა სერიოზული სამედიცინო ჩარევების გარეშეც - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არის სამედიცინო ქსელის სრული მზადყოფნა, რომ ადამიანებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული ვითარებაზე ისაუბრა.

"ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შემთხვევა დაფიქსირდა. ამას ველოდით და შესაძლებელია იყოს კიდეც შემთხვევები. ჩვენ ერთის მხრივ პრევენცია უნდა გავაკეთოთ სხვა შემთხვევების შემოტანისთვის, მაგრამ რთული იქნება ეს. მეორეს მხრივ ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ადრეულ ეტაპზე გაეწიოთ სამედიცინო დახმარება, რადგან შემთხვევების 81% სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, შესაძლებელია, სერიოზული სამედიცინო ჩარევების გარეშეც; 

შემთხვევის დახლოებით 14-15 პროცენტში არის ე.წ. მწვავე მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს აქტიურ სამედიცინო დახმარებას, ხოლო ხუთი % კრიტიკული მდგომარეობა, რომლებიც საჭიროებენ უკვე რეანიმაციულ დახმარებას. აქედან გამომდინარე, სამედიცინო ქსელის მზადყოფნა არის, მზადყოფნა დაადასტურა მინისტრმაც, ჩვენთან არის რეზერვი, როგორც საკარანტინო სივრცეების, ისე შესაბამისი პოლიპროფილური საავადმყოფოების, სადაც გახლავთ ყველა საშუალება, რომ ადამიანებს გაეწიოთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღეს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე.

დღის ამბები