23 დეკემბერი 2024,   15:44
ვრცლად
ლაგოდეხის საბაჟო გამშვები პუნქტიდან საქართველოს რამდენიმე მოქალაქე საზღვარზე არ შემოუშვეს

ლაგოდეხის საბაჟო გამშვები პუნქტიდან, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე საზღვარზე არ შემოუშვეს.

როგორც საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რამდენიმე მოქალაქეს, რომლებიც ირანში მოგზაურობდნენ, ქვეყაში შემოსვლის უფლება არ მისცეს, თუმცა მათ, ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა შესთავაზეს. 

"ესენი არიან ოჯახი, დედა და შვილები ირანშია არიან ნამყოფები და ვინაიდან საინკუპაციო პერიოდი გასული არ იყო,ა მიტომ  ზომები მივიღეთ. მართალია, არც მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნებოდათ და არც სხვა რაიმე დამახასიათებელი ნიშანი, თუმცა იმის გამო, რომ ისინი ირანში იყვნენ ნამყოფები, მათ შევთავაზეთ ინფექციურ საავადმყოფოში გადასვლა, რაზეც დედამ უარი განაცხადა და შვილებთან ერთად აზერბაიჯანში დარჩენა ამჯობინა. მისმა მეუღლემ კი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა შეძლო, ვინაიდან ის ირანში არ იყო ნამყოფი,"- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების უფროსი, მაკა ხმალაძემ.

დღის ამბები