24 აპრილი 2024,   08:14
ვრცლად
კორონავირუსი ბავშვებს ყველაზე იშვიათად ემართებათ - მათ უმეტესობას მხოლოდ გაციების მსგავსი სიმპტომები აღენიშნება

კორონავირუსით დაავადებულებს შორის ძალიან ცოტა ბავშვია. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, COVID-19-ით ინფიცირებულთა უმეტესობა ჩინეთში ზრდასრულია.

რაც შეეხება ბავშვებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, დაავადება გაციების მსგავსი სიმპტომებით გადაიტანეს - მათ ტემპერატურის მატება, სურდო და ხველა აღენიშნებოდათ. 

რამდენიმე დღის წინ კი ჩინურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით დაავადებული ახალშობილი საავადმყოფოში მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე გაწერეს - 17 დღის ბავშვმა დაავადება თავადვე დაძლია.

 

 

დღის ამბები