22 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
"4 საათამდე ჩუჩქნა და მერე გაიპარა" - ლიხაურელები აჭისწყალზე ინერტიული მასალების მოპოვებას აპროტესტებენ

ოზურგეთში, სოფელ ლიხაურის მოსახლეობა მდინარე აჭისწყალის ხეობასთან ინერტული მასალების მომპოვებელი კომპანიისგან სამუშაოების შეწყვეტას ითხოვენ. ადგილობრივები კომპანია "კავკას ცემენტ ჯორჯიას" სამუშაოებს პერიოდულად აპროტესტებენ. მოსახლეობის პროტესტის გამო კომპანიას ქვიშა - ღორღის მოპოვების სამუშაოები დროებით შეწყვეტილი ჰქონდა.

"შენ კი გაქვს ლიცენზია, მაგრამ მე არ გიშვებ, მოსახლეობა არ გიშვებს, თემი არ გიშვებს, ეს არის ადმინისტრაციული კანონდარღვევა. მაშინ რას ეკითხები სოფელს? ახლა შემოსული 3-4 დღე, იმდენი აქვს გატანილი, იცოდა 4 საათამდე ჩუჩქნა და მერე გაიპარა, კარიერზე ხალხი არ დაგვხვდა, ანუ ხალხის ეშინია. რას ვაპირებთ და უნდა კიდევ შეხვედრა? კიდევ შეხვდება სოფელი, მაგრამ აჭისწყალზე კარიერები არ ამუშავდება," - აცხადებს ლიხაურის მაცხოვრებელი

ადგილობრივების თქმით, მდინარიდან ქვიშა-ღორღის გატანის გამო წყლის დონემ დაიწია, რის გამოც სოფელში აღარც წყლის წისქვილები და აღარც საკალმახეები აღარ ფუნქციონირებს.

დღის ამბები