24 ნოემბერი 2024,   18:59
ვრცლად
ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს 31 მოქალაქე საჩხერის კარანტინში რჩება

ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს 31 მოქალაქე ამ დრომდე საჩხერეში კარანტინში რჩება. სამმა მოქალაქემ სასტუმრო ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვის საფუძველზე უკვე დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა. მათ წასვლის სურვილი მოქალაქეებმა თავად გამოთქვეს.

საჩხერის საავადმყოფოს ტერიტორიაზე დარჩენილი პირების მდგომარეობა კი კვლავ დამაკმაყოფილებელია, არცერთ მათგანს ამ დრომდე ვირუსის ნიშნები არ გამოვლენიათ.

"ამ დროისთვის, ჩვენთან სასტუმროში მყოფი სტუმრების მდგომარეობა სტაბილურია. რაიმე საეჭვო სიმპტომები არ გამოუვლინდათ. სამმა სტუმარმა დატოვა სასტუმრო ჯანდაცვის წარმომადგენლებისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან შეთანხმებით,“ - განაცხადა სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა,  მაია ხელაძემ. 

დღის ამბები