18 მაისი 2024,   21:08
ვრცლად
ჯო ბაიდენმა სამხრეთ კაროლინაში გამართულ დემოკრატების პრაიმერისში გაიმარჯვა

სამხრეთ კაროლინაში გამართულ დემოკრატების პრაიმერისში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მან ხმების 49 პროცენტი დააგროვა.

მეორე ადგილზე ბერნი სანდერსია, რომელსაც 19 პროცენტმა დაუჭირა მხარი. მესამე ადგილზე მილიარდერი ტომ სტეიერი გავიდა, თუმცა მან საარჩევნო კამპანია შეწყვიტა.

ახლა დემოკრატებმა თავიანთი საპრეზიდენტო კანდიდატი 7 პრეტენდენტს შორის უნდა გამოავლინონ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერში ჩატარდება. მანამდე კი გაირკვევა ვინ იქნება რესპუბლიკელი ტრამპის დემოკრატი მეტოქე. 

დღის ამბები