14 მაისი 2024,   18:37
ვრცლად
Turkish Airlines-მა კორონავირუსის გამო იტალიაში ყველა რეისი გააუქმა

ავიაკომპანია Turkish Airlines-მა კორონავირუსის გამო, იტალიაში ყველა რეისის დროებით გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ავიაკომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ის იტალიაში რეისებს 1 მარტიდან წყვეტს.

მანამდე, ავიაკომპანიამ ვირუსის პრევენციის მიზნით, 250 თვითმფრინავში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ევროპის ქვეყნებს შორის იტალიაში ყველაზე რთული მდგომარეობაა. ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია, ხოლო ინფიცირებულია 820 ადამიანი.

მანამდე Turkish Airlines-მა ფრენები ჩინეთსა და ირანში შეაჩერა.

დღის ამბები