18 მაისი 2024,   17:38
ვრცლად
შტორმი და დიდთოვლობა ევროპაში - გარდაიცვალა 1, დაშავდა 8 ადამიანი

ევროპაში ძლიერი შტორმია. ირლანდიის კუნძულზე განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა.

უამინდობის გამო, თვითმფრინავებმა ბელფასტის აეროპორტში დაჯდომა ვერ შეძლეს. ამ ეტაპზე გზებზე გადაადგილება შეზღუდულია.

ხელისუფლება მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. უახლოეს დღეებში შტორმის გაძლიერებას ელიან როგორც ირლანდიაში, ასევე ესპანეთში.

სტიქიაა გერმანიაშიც, სადაც დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 8 ადამიანი.

ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა. სინოპტიკოსები ევროპაში ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ.

დღის ამბები