17 მაისი 2024,   14:45
ვრცლად
კორონავირუსის გამო სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებში, ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში შეწყდა

 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.

ოფიციალურად, პროცესი 16 მარტამდეა შეჩერებული, თუმცა არდადეგები შესაძლოა გახანგრძლივდეს, რაც ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. ამ პერიოდში კი სასწავლო დაწესებულებების დეზინფექცია უნდა მოხდეს.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და სააღმზრდელო პროცესი 2-დან 16-მარტამდე შევაჩერეთ. ამ პერიოდს სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებებისთვის გამოვიყენებთ. კერძოდ, ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები," - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა გვანცელაძემ.

სწავლა შეწყდა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებშიც.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი გადადო 16 მარტამდე. დამატებით უნივერსიტეტი სადეზინფექციო სამუშაოებს ახორციელებს, როგორც სასწავლო კორპუსებში, ასევე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში," - აღნიშნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა ლაშა საღინაძემ.

დღის ამბები