18 მაისი 2024,   17:38
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად იტალიაში "ლა სკალა" დროებით დაიხურა

უსაფრთხოების მიზნით იტალიაში "ლა სკალას" ოპერის სახლი დროებით დაიხურა. დახურული რჩება პარიზში ლუვრის მუზეუმიც.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 89 ათასს აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 3 ათასზე მეტი ადამიანი. უკვე გამოჯანმრთელდა 45 ათასზე მეტი ინფიცირებული.

კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ჩეხეთში, დომინიკელთა რესპუბლიკასა და შოტლაინდიაში. ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 ათასს აჭარბებს სამხრეთ კორეაში. დაღუპულია 22 ადამიანი. ათას შვიდასს გადაცდა ვირუსის შემთხვევების რიცხვი იტალიაში. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა.

კორონავირუსის 978 შემთხვევა ფიქსირდება ირანში, სადაც 54 ადამიანია გარდაცვლილი. მეორე ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებშიც. უსაფრთხოების მიზნით იტალიაში "ლა სკალას" ოპერის სახლი დროებით დაიხურა. დახურული რჩება პარიზში ლუვრის მუზეუმიც.

დღის ამბები