27 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
ელექტრონული ზედამხედველობა ოჯახში ძალადობის აღსაკვეთად - კანონპროექტს იურიდიული კომიტეტი განიხილავს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დღეს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს. კანონპროექტის მიხედვით, ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, შემოდის ელექტრონული ზედამხედველობა. პირის მიმართ, ვისაც გამოწერილი ექნება შემაკავებელი ორდერი, მოსამართლე იმსჯელებს არსებობს თუ არა რისკი მორიგი დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილი იქნება, რომ მსგავსი სახის ზედამხედველობა აწარმოოს.

აღნიშნული კანონპროექტი მთავრობის მიერ არის ინიცირებული და იურიდიულ კომიტეტში მას პირველი მოსმენით განიხილავენ.

"თუ პირის მიმართ ადმინისტრაციული წესით გამოწერილი იქნება შემაკავებელი ორდერი, ამის შემდგომ საკითხის განხილვა მოხდება მოსამართლის წინაშე და მოსამართლე იმსჯელებს, არსებობს თუ არა იმისი რისკი, რომ კონკრეტულმა პირმა განახორციელოს რაიმე ტიპის დანაშაულებრივი ქმედება. ამისდა მიხედვით, თუ არსებობს რაიმე ტიპის რისკი, სწორედ ელექტრონული მეთვალყურეობის მეშვეობით მოხდება მისი მონიტორინგი," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა. 

დღის ამბები