18 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
ბაღდადის ე.წ მწვანე ზონაში "კატიუშას" ტიპის ორი რაკეტა ისროლეს

ერაყში, ბაღდადის ე.წ მწვანე ზონაში, სადაც დიპლომატიური მისიები და სამთავრობო დაწესებულებებია განთავსებული, "კატიუშას" ტიპის ორი რაკეტა ისროლეს.

ერთ-ერთი მათგანი შეერთებული შტატების საელჩოსთან ახლოს ჩამოვარდა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. მომხდარზე პასუხისმგებლობას, ჯერჯერობით, არცერთი დაჯგუფება არ იღებს.

ეს ოქტომბრიდან დღემდე "მწვანე ზონაში" სარაკეტო თავდასხმის მე-20 შემთხვევაა.

დღის ამბები