17 მაისი 2024,   11:37
ვრცლად
ინფექციურ საავადმყოფოში 19 პაციენტიდან რვას ვირუსი არ დაუდასტურდა, დანარჩენი შედეგები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული 19 პაციენტიდან 8-ს კორონავირუსი არ დაუდგინდა. მათ არც A და B ტიპის ვირუსი აღენიშნებათ.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, ამ დროისთვის, 19 პაციენტი იმყოფება. დანარჩენი პაციენტების პასუხები დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება, კორონავირუსით დაინფიცირებულ 3 პაციენტს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ბოქსირებულ განყოფილებაში გახლავთ 19 პაციენტი. ყველას მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მათ შორის სამი ინფიცირებულის. გუშინ გავწერეთ 22 პაციენტი, შემოვიდა 17. ახლა ველოდებით 8 პაციენტის პასუხს," - განაცხადა ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.

 

დღის ამბები