18 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნებია. ქვეყანაში საარჩევნო უბნები დღეს დილიდან გაიხსნა და ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 22:00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნებში მთავარი მეტოქეები პარტიები "ლიკუდი" და "კაჰოლ-ლავანი" იქნებიან.

პარტიების წევრები 120-მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში მინიმუმ 61 მანდატის მოპოვებას შეეცდებიან. არჩევნებში მონაწილეობის უფლება 6 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. ისარელში საპარლამენტო არჩევნები ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამედ ტარდება.

დღის ამბები