საგარეჯოში აქციაა. რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ქალაქის შესასვლელთან შეიკრიბა და მიწების გასხვისებას აპროტესტებს. მათი თქმით, საიჯარო ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, მუნიციპალიტეტმა კი მათგან ფარულად გაასხვისა და საპარტნიორო ფონდს გადასცა.
აქციის მონაწილეების განმარტავენ, რომ მათი ძირითადი შემოსავალი სოფლის მურნეობაა. აღნიშნულ ტერიტორიას წლებია სამეურნეო დანიშნულებით იყენებენ, რის გამოც შესაბამის უწყებებს დასაკანონებლად არაერთხელ მიმართეს.
საუბარია, კაკაბეთის, გიორგიწმინდასა და საგარეჯოს დაახლოებით 500 ჰექტარ სასოფლო სამეურნეო მიწის სავარგულებზე.
აქციის მონაწილეებს შეხვდა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. მისი თქმით, მოლაპარაკებები დაწყებულია, რომ პრობლემა მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყდეს.
ადგილობრივები მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში, პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.