14 მაისი 2024,   10:15
ვრცლად
ერთი წლის განმავლობაში ხილი 25.1%-ით, რძის ნაწარმი 19.2%-ით, ხორცი კი 15.1%-ით გაძვირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური თებერვლის ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს.

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის დონემ 6.4 % შეადგინა.

მათივე ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.7 პროცენტით. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (25.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (19.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (15.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (11.1 პროცენტი), თევზეული (10.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.0 პროცენტი).

გარდა ამისა, სასტუმროები, კაფეების და რესტორნების ჯგუფში მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 8.7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში შეადგინა 0.39 პროცენტი. ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საზოგადოებრივ კვებაზე (9.5 პროცენტი), ისე ღამის გასათევით მომსახურებაზე (1.3 პროცენტი.)

 

დღის ამბები