18 მაისი 2024,   21:08
ვრცლად
ჩინეთში კორონავირუსის გამო ჰაერი გაიწმინდა

NASA-ს მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ჩინეთის თავზე ჰაერი გაიწმინდა, ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ეპიდემიის გამო შეჩერდა ქარხნების მუშაობა, მნიშნელოვნად შემცირდა ტრანსპორტის გადაადგილებაც.

ფოტოებზე, რომელიც 1-დან 20 იანვრამდე არის გადაღებული, აზოტის დიოქსიდის დონე მაღალი ჩანს. 10-25 თებერვალს გადაღებულ სურათებზე კი ჰაერი სუფთაა.

აზოტის დიოქსიდი მოყვითალო-მოყავისფრო აირია, რომელსაც ტრანსპორტი და ქარხნები გამოყოფენ.

NASA-ს მეცნიერები ამბობენ, რომ ჰაერი განსაკუთრებით სუფთაა ვუჰანში.

დღის ამბები