19 მაისი 2024,   11:45
ვრცლად
პარტიას, რომელიც ჩაშლის მოლაპარაკებას, მოუწევს ამის ახსნა საზოგადოებისთვის და პარტნიორებისთვის - თალაკვაძე

"კარგად დაეკითხეთ, ისინი სვამენ თუ არა ტოლობის ნიშანს და მათთვის არის თუა არა ერთი და იგივე არჩევნები და კონკრეტული საქმეები, სადაც არის ჩადენილი დანაშაული,"- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის იმ წარმომადგენლების საპასუხოდ გააკეთა, ვინც მიიჩნევს რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ხელისუფლებასთან კონსესუსი ვერ შედგება. 

თალაკვაძის თქმით, პარტიას, რომელიც ჩაშლის ამ მოლაპარაკებებს, საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ამ გადაწყვეტილების ახსნა მოუწევს. 

"40%-ის პრინციპი დაკმაყოფილებულია და უცნაური იქნება, თუ დღეს ოპოზიცია ცვლის თავის რიტორიკას და ამბობს, რომ ეს აღარ არის მისთვის მთავარი. იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ჩაშლის ამ მოლაპარაკებას, ანუ, არ დაეთანხმება პირობებს, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე დღეს არსებული სტატუს კვო, რომელიც კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში წერია, ამ პარტიას მოუწევს საზოგადოებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვისს ახსნა, თუ რატომ ჩაშალა საარჩევნო მოლაპარაკებები. მე გთხოვთ, რომ დავუბრუნდეთ ამ რესპონდენტებს და კარგად დაეკითხეთ, ისინი სვამენ თუ არა ტოლობის ნიშანს და მათთვის არის თუა არა ერთი და იგივე არჩევნები და კონკრეტული საქმეები, სადაც არის ჩადენილი დანაშაული და მართლმსაჯულება მუშაობს პოლიტიკური კალენდრისგან დამოუკიდებლად,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები