14 მაისი 2024,   22:08
ვრცლად
რა ზარალი მიადგება საქართველოს ეკონომიკას კორონავირუსის გავრცელების გამო - ექსპერტების ვარაუდი

რა გავლენას მოახდენს კორონავირუსის რისკები ქვეყნის ეკონომიკაზე - ექსპერტები ამბობენ, რომ დაავადების გავრცელების უარყოფითი შედეგები საქართველოს ეკონომიკაზეც საგრძნობი იქნება.  

ვახტანგ ჭარაიას თქმით, ტურისტული ნაკადების შემცირებამ, შესაძლოა, ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

"ინვესტიციების, ტურიზმის, ვაჭრობის კუთხით მოსალოდნელია არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც მთელი რიგი პრობლემები. თუ უცხოელ ვიზიტორთა ჩამოსვლა საქართველოში იკლებს, შესაბამისად, იკლებს შემოსავალიც უცხოურ ვალუტაში,“ - ამბობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია.

პროფესორი გიორგი ცუცქირიძე კი ამბობს, რომ ირანთან და თურქეთთან, სადაც ვირუსის გავრცელების კერებია, საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა აქვს, თუმცა მას არ მიაჩნია შეუძლებლად მიმართულებების ჩანაცვლება.  

"თუმცა, თუ პირობითად შევხედავთ, გარკვეული ზარალი იქნება, დათვლილიც არის - დაახლოებით, 30 მლნ-ზეა საუბარი.

თებერვალს შეეხება გარკვეულწილად, მარტს - ბუნებრივია, შეეხება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მაისიდან, ანუ მეორე კვარტალში ჩვენ ამ ტრენდს გადავტეხავთ," - განაცხადა ექსპერტმა საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძემ. 

დღის ამბები