14 მაისი 2024,   09:19
ვრცლად
ზუგდიდში პური კვლავ გაძვირდა

ზუგდიდის ბაზარში პური ისევ გაძვირდა, რის გამოც  მოვაჭრეები და მყიდველები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი თქმით,  პურს ადგილობრივი საცხობების მფლობელები განგებ აძვირებენ. ისინი ამბობენ, რომ პურის წონასთან შედარებით ფასები ადეკვატური არ არის. 

თავის მხრივ, საცხობების მფლობელები ამბობენ, რომ პურზე ფასის მომატება ფქვილისა და ხორბლის ფასის მატებამ გამოიწვია. მათი განმარტებით, პური არა 20, არამედ 10 თეთრით გაძვირდა, თუმცა ბაზარში ფასის მეორედ მომატება იმან გამოიწვია, რომ მარკეტებსა და ცენტრალურ სუპერმარკეტში ფასებს შორის სხვაობა იყო.

რამდენიმე კვირის წინ ზუგდიდში პურის ფასმა ათი თეთრით მოიმატა, ორი დღის წინ ბაზარში კიდევ ათი თეთრით გაძვირდა. ახლა პურის მინიმალური ფასი ზუგდიდში 70 თეთრია.

დღის ამბები