17 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
დღეს დილით დიღომში "ლიბერთი ბანკის" ფილიალს დაესხნენ თავს

თბილისში, დღეს დილით დიღომის მასივის მე-6 კვარტალში "ლიბერთი ბანკის" ფილიალის დაესხნენ თავს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხა წაიღეს დამნაშავეებმა. ადგილზე პირველადი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება და იკითხებიან ის ადამიანები, ვინც ყაჩაღური თავდასხმის დროს შენობაში იმყოფებოდა.

ამ დრომდე ოფიციალურ განცხადებას არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც "ლიბერთი ბანკის" წარმომადგენლები არ ავრცელებენ.

 

 

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები