19 მაისი 2024,   09:29
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელება ჩინეთში დამშვიდებისკენ, კლებისკენ მიდის - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა  ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების გლობალური მონაცემები მიმოიხილა და განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელება ჩინეთში კლებისკენაა მიმართული.

გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსი სულ 65 ქვეყანაშია გავრცელებული.

"გლობალურად, სიტუაცია ჩინეთში დამშვიდებისკენ, კლებისკენ მიდის. დღევანდელი დილის მონაცემებით, ჩინეთში ბოლო თვენახევრის განმავლობაში, ყველაზე ცოტა ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული - 202. სულ, ჩინეთში არის 80 000 შემთხვევა დაფიქსირებული და ამავე დროს, 44 000 გამოჯანმრთელების ფაქტი ფიქსირდება. სამწუხაროდ, 2 900 სიკვდილის შემთხვევაა ჩინეთში.

გლობალურად, ჩვენ, დილის მონაცემები არ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ევროპის გუშინდელი საღამოს მონაცემები, რომლის მიხედვითაც ზოგადად, მსოფლიოში, არის 87 000 შემთხვევა დაფიქსირებული. ზოგადად, ჩინეთი დღეს წარმოადგენს 91 პროცენტს მთლიანად დაზიანების. ასევე, საყურადღებოა ის, რომ სწრაფი ტემპით იზრდება ჩინეთს გარეთ დაინფიცირებულ ქვეყანათა რაოდენობა. დღევანდელი რიცხვით, ეს გახლავთ 65. ყველაზე მეტი შემთხვევა გახლავთ სამხრეთ კორეაში, სადაც 3000-ს გადააჭარბა, შემდეგ იტალია, ირანი, იაპონია და უკვე სხვა ქვეყნები. ამიტომ, ყურადღება მეტი ჩინეთს გარეთაა გადატანილი. ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს დღევანდელ მდგომარეობას, როგორც პანდემიური მზადყოფნის ფაზას, რამეთუ, ინფექციამ მოიცვა უკვე ყველა კონტინეტი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

დღის ამბები