17 მაისი 2024,   12:43
ვრცლად
ჩემი ბრალიც არის, რომ ინფექციურში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ვერ მოვახერხე, მძიმე ტვირთად მაწევს - დავით სერგეენკო

ჯანდაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ კორონავირუსის გამო საკარანტინო სივრცეებში მყოფი ადამიანებისთვის მაქსიმალური კომფორტია შექმნილი, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოს ინფრასტრუქტურულ პრობლემებში კი საკუთარ ბრალეულობასაც ხედავს. 

"ის რეაგირება, რაც არის ამ დღეებში არის სწორი, ადეკვატური და ცალსახად სისტემურად მომზადებული. საკარანტინო სივრცეებში არის, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალური კომფორტი ამ ადამიანებისათვის. შეიძლება იყო ცალკეული ხარვეზები, თუმცა ეს სისტემური პრობლემა არ ყოფილა.

მე მართლაც ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და ჩემი ბრალიც არის დიდწილად, რომ ამ წლების განმავლობაში, სანამ მინისტრად ვმსახურობდი, ვერ მოვახერხე ამ პრობლემის მოგვარება და მართლაც მძიმე ტვირთად მაწევს. შეიძლება, ყველაზე დიდი ტვირთი ჩემი მინისტრობიდან სწორედ ეს იყოს.

ჩვენ რამდენიმე მცდელობა გვქონდა სხვადასხვა გადაჭრის გზა მოგვეძებნა ამ ინფრასტრუქტურის მოსაგვარებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ამის გაკეთება," - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღის ამბები