17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით უმოქმედობაში ადანაშაულებს

კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს "ევროპული საქართველო". 

თავის მხრივ ბრალდებებს უარყოფს ხელისუფლება და აცხადებს, რომ ახალ ვირუსთან ბრძოლის გამოწვევას საქართველო აუცილებლად გაუმკლავდება.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის დავით მათიკაშვილის თქმით, სახელმწიფო კორონავირუსის გამოწვევას გაუმკლავდება და ოპონენტების ბრალდებები დაუმსახურებელია.

"ჩვენი ოპონენტების დესტრუქციული დღის წესრიგი არის მუდამ სავსე ისეთი წიაღსვლებით, რომელიც არსებული რეალობის საწინააღმდეგოა. ამ გამოწვევას, რომელიც მხოლოდ საქართველოს გამოწვევა არ არის, აუცილებლად გავუმკლავდებით და სათანადოდ ვუპასუხებთ. ჩვენ ვართ სრულ მზადყოფნაში,"- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი ზურაბ ჭიაბერაშილი კი აცხადებს, რომ აუცილებელია მებაჟეებისთვის შესაბამისი ეკიპირების შეძენა, რაზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

"ჩვენ გვაქვს ივანე მაჭავარიანის 27 თებერვლის ბრძანება, რომლის საფუძველზეც შემოსავლების სამსახურმა მიმართა შესყიდვების სააგენტოს, რომ შეისყიდონ შესაბამისი სამედიცინო ეკიპირება მებაჟეებისთვის, რომელთა მოვალეობაც არის ყველა იმ ადამიანის შემოწმება, რომლებიც საქართველოში შემოდიან და მიეკუთვნებიან მაღალ რისკჯგუფს, რათა მოგზაურობიდან ბრუნდებიან,"- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები