რამდენიმე ადამიანი დაშავდა თბილისში ავარიის შედეგად. მარშალ გელოვანის გამზირზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებულები, რომელთა შორის ერთი ორსული ქალია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.