27 აპრილი 2024,   23:00
ვრცლად
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, მოსალოდნელია სეზონური გრიპის მეორე ტალღა

ვირუსული ინფექციების მეორე ტალღის გააქტიურებასთან დაკავშირებით სეზონური გრიპის შემთხვევებმაც იმატა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით მოსალოდნელია გრიპის მეორე ტალღა, რამაც გამოიწვია "ა" ტიპის ვირუსის გავრცელება, მონაცემები გასულ კვირასთან შედარებით 4 ერთეულით არის გაზრდილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, საქართველოს გრიპის ვირუსის მეორე ტალღა ელის.

"მცირე მატების ტენდენციაა. შევდივართ გრიპის მეორე ტალღაში, რასაც უკავშირდება გრიპის მომატებული ავადობა,"- აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

დღის ამბები