18 მაისი 2024,   16:00
ვრცლად
"ის არის მოსიარულე სკანდალი, რომელიც აზიანებს საქართველოს საერთაშორისო დონეზე"- ბოკუჩავა პრეზიდენტზე

სალომე ზურაბიშვილი დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით ხვალ, 4 მარტს წარსდგება.

პრეზიდენტის გამოსვლას ბოიკოტის გამო არ დაესწრება ოპოზიცია.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივნის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, პრეზიდენტი მოსიარულე სკანდალია.

"ის არის მოსიარულე სკანდალი, რომელიც აზიანებს საქართველოს საერთაშორისო დონეზე. შესაძლოა პროტესტიც კი არ გამოვხატოთ პარლამენტში ამ ნომინალური ფიგურის მიმართ," - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას თქმით, შეხვედრას ოპოზიცია არ დაესწრება.

"არ ვიცი ამჯერად მისი მოხსენება მორიგი ზიანის მომტანი იქნება თუ არა. ჩვენ ყველა ამას ვიხილავთ, თუმცა არ ვიქნებით დარბაზში. ზოგადად ამ პრობლემის გადაჭრა ანუ ძირი არის ივანიშვილში, გაცილებით ნაკლები პრობლემა იქნება, როდესაც მას ივანიშვილის ზურგი არ ექნება," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები