23 დეკემბერი 2024,   09:53
ვრცლად
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი ხდება

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი ხდება - ამის შესახებ ადმინისტრაცია განცხადებას ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს. ახლად რეაბილიტირებულ ბოტანიკურ ბაღში შესასვლელად 9 წლამდე ასაკის ბავშვების გარდა, ყველას სხვადასხვა რაოდენობის თანხის გადახდა მოუწევს.  

საქართველოს მოქალაქეებისთვის ტერიტორიაზე შესვლა ორი ლარი იქნება, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი - 5 ლარი. ამასთან, იმოქმედებს სხვადასხვა მრავალჯერადი ტარიფი.

გარდა ამისა, ბაღში კემპინგის, პარკინგის, სადღესასწაულო თუ სამუშაო სივრცედ გამოყენებად ფასიანი იქნება. ტარიფები, რომელიც სპეციალურმა კომისიამ დაადგინა, 9 მარტს ამოქმედდება. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, დაახლოებით, ორი წელი მიმდინარეობდა და მისთვის 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

ასევე, ბოტანიკურ ბაღში შესასვლელად გამოიყენება მრავალჯერადი აბონიმენტიც, რომელთა ტარიფებიც საქართველოს მოქალაქეებისთვისა და უცხოელებისთვის განსხვავებულია. 

დღის ამბები