18 მაისი 2024,   15:15
ვრცლად
ტელეხიდი ჩინელ და ქართველ ექიმებს შორის - კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინელი პროფესორი ქართველი ექიმების კითხვებს პასუხობს

ქართველი და ჩინელი ექიმები ტელეხიდის საშუალებით კორონავირუსთან დაკავშირებით ერთმანეთს ინფორმაციას და გამოცდილებას  უზიარებენ.

ჩინეთის საელჩოს ინიციატივით გაიმართულ შეხვედრაზე,  ჩინელი პროფესორი იმყოფება და ქართველი ექიმების კითხვებს პასუხობს.

ამასთან, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში პანიკის საფუძველი არ არის.

"არავითარი პანიკის საფუძველი არ არის. 3 შემთხვევაა სულ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამივე არის საზღვრებს გარეთ დაინფიცირება. ანუ, შიდა გადაცემა რეალურად არ გვაქვს. ჩინეთის საელჩომ შემოგვთავაზა, რომ მოგვიწყობდა პირდაპირ ტელეხიდს ჩინელ პროფესორთან. ამის შემდეგ კი, ის უპასუხებს ყველა იმ კითხვას, რაც გაგვიჩნდება,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციონისტი რევაზ მეჭურჭლიშვილი აცხადებს, რომ ამჟამად 26 პაციენტია, რომლიდანაც 14 ახალია და მათ ანალიზი დღეს აუღეს.

​"ამჟამად გვიწევს 26 პაციენტი, რომლიდანაც 14 არის ახალი. ყველა პაციენტს, რომელსაც ვუღებთ ნაცხს აქვთ ეპიდემიოლოგიური ანამნეზი,"- განაცხადა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არ გაზრდილა. ამ ეტაპზე 3ივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომელსაც ვირუსი დაუდგინდა დამაკმაყოფილებელია.

1 პაციენტი კლინიკაში გვიან ღამით შეიყვანეს, მათი უმრავლესობა ახალგაზრდაა, აღენიშნებათ დაბალი ტემპერატურა და ხველა.

დღის ამბები