26 აპრილი 2024,   21:43
ვრცლად
რა იციან "იანდექს ტაქსის" ქართველმა მძღოლებმა კომპანიის შესახებ - "კურიერის" ექსპერიმენტი

"იანდექს ტაქსი" მომხმარებელთა მონაცემებს რუსეთის საგამოძიებო უწყებებს აწვდის - ამის შესახებ რუსული მედია წერს. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახურშიც ადასტურებენ.

"პრაქტიკიდან ჩვენ ვიცით, რომ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია დანაშაულის გამოსაძიებლად და იმ მომენტში ვიღაცის სიცოცხლეს იცავს," - განმარტეს კომპანიაში.

"იანდექს ტაქსი" რეესტრში ინფორმაციის მიმწოდებელთა სიაში არ არის, შესაბამისად, მომხმარებელთა ისტორიის მიწოდების ვალდებულება არ აქვს. სავარაუდოდ, კომპანიას ინფორმაცია ქართველი მომხმარებლების შესახებაც გააქვს.

"კურიერმა" მცირე ექსპერიმენტი ჩაატარა და სცადა, უშუალოდ "იანდექს ტაქსის" მძღოლთან გაერკვია, რამდენად იცოდა მან, თუ ვის მიეწოდებოდა აპლიკაციიდან და რა სახის ინფორმაციას იღებდა მომხმარებლის შესახებ. ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ მძღოლმა არ იცის, თუ სად მიდის აპლიკაციიდან მიღებული ინფორმაცია.

"იანდექს ტაქსის" კომპანიას თბილისში 40-მდე ოფისი აქვს. მათი განმარტებით, იცავენ მომხმარებლის უფლებებს, თუმცა არ უარყოფენ, რომ მოსკოვის ცენტრალური ოფისი ყველა იმ მარშრუტს ხედავს, რომელსაც საქართველოში აპლიკაციაზე მიბმული ტაქსი გადის. 

დღის ამბები