18 მაისი 2024,   15:31
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება" - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის დადასტურებული ფაქტების რაოდენობა გაიზარდოს.

"დილის მონაცემების მიხედვით შესაძლო შემთხვევების რისკი იზრდება, თუმცა ჯერჯერობით ვრჩებით 3 დადასტურებულ შემთხვევაზე. არ უნდა შეგვეშინდეს. დარწმუნებული ვარ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. მთავარია ეს ადამიანები დროულად იყვნენ იდენტიფიცირებულები," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გორის სამხედრო ჰოსტიპალის დირექტორის გიორგი ბარლიანის ინფორმაციით, ჰოსპიტალში განთავსებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

"მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეის მდგომარეობით ტემპერატურა არავის არ აქვს, პაციენტებს აუღეს ანალიზები, რის შედეგებსაც ველოდებით," - განაცხადა გიორგი ბარლიანმა.

ლუგარის ლაბორატორიის ახალი შედეგები დღის ბოლომდე იქნება.

დღის ამბები