18 მაისი 2024,   17:07
ვრცლად
პრეზიდენტისთვის დაცვის მოხსნას კანონში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს - მდინარაძე მარგველაშვილზე

ყოფილი პრეზიდენტისთვის პირადი დაცვის მოხსნის შესახებ განმარტებას აკეთებენ მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრების განმარტებით, კანონით, უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ მაღალი თანამდებობის პირები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სიაში აღარ ირიცხებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გიორგი მარგველაშვილის პოსტს გამოეხმაურა. მდინარაძის თქმით, სულელურად ჟღერს, როდესაც დაცვის მოხსნის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ქმედებად აფასებენ.

"როდესაც კანონში შეიტანეს ცვლილება, ითვალისწინებდა ერთი წლის შემდეგ დაცვის მოხსნას თუ რაიმე რისკი არ არის. თუ ვინმე ამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, უნდა გაითვალისწინოს, რომ როდესაც კობახიძემ ეს გადაწყვეტილება მიიღო, გამოდის მან თავის თავისთვისაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც სრული სისულელეა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილს პირადი დაცვა მოეხსნა. ამის შესახებ მეოთხე პრეზიდენტი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა და ეს "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეაფასა.

დღის ამბები