19 მაისი 2024,   16:19
ვრცლად
"ლელოში" ახალი პლატფორმა "ქალთა საბჭო" ფუძნდება

პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო საქართველოსთვის"ლიდერებმა ქალთა კვირეულის ფარგლებში პარტიის 12 ახალი წევრი წარადგინა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ქალების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში უნდა გაიზარდოს. ასევე, "ლელოში" ფუძნდება ახალი პლატფორმა "ქალთა საბჭო," რომლის შემადგენლობაშიც ანა ნაცვლიშვილი, დეა მეტრეველი და სოფიო შამანიდი იქნებინ

" თუკი დღეს, რაიმე აკლია ქართულ პოლიტიკას და ამიტომაც არის წარუმატებელი, არის ის, რომ ქალები არ არიან სათანადოდ ჩართულნი, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვსურს, ეს ახალი სტანდარტი შემოვიტანოთ ქართულ პოლიტიკაში და ვაცხადებთ, რომ "ლელო" ამ მხრივ იქნება სამაგალითო სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის,"- განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ

"დღეს არ არის პოლიტიკური ძალების ფრაგმენტაციის დრო, დღეს არის კონსულიდირების დრო, ჩვენი მოტივაციაა გაძლიერდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც არის დასავლური ორიენტაციის, აღიარებს საბაზრო ეკონომიკურ პრინციპებს, არის მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური ძალა. ამიტომ, ჩემი პირადი და პოლიტიკური გამოცდილებით გავაკეთებ ყველაფერს, რომ "ლელო"  გახდეს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უპასუხებს ხალხის მოთხოვნებს,"- განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" წევრმა მანანა ნაჭყებიამ 

დღის ამბები