18 მაისი 2024,   14:04
ვრცლად
ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლაში მარიხუანის მოხმარების სავარაუდო ფაქტზე დირექტორი გამოიკითხა

ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლაში მარიხუანის მოხმარების სავარაუდო ფაქტზე დირექტორი გამოიკითხა.

ქუთაისის მეხუთე სკოლის დირექტორის, ნატო ბენდელიანის თქმით, ის გამორიცხავს, რომ სკოლის მოსწავლეები მოიხმარდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. მისი თქმით, მან არაფერი იცოდა ფაქტის შესახებ. სკოლის დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ტერიტორიაზე გარეშე პირებიც მოძრაობდნენ. 

ინციდენტის გამო, გამოიკითხა სკოლის დარაჯიც. ის აცხადებს, რომ 5 წლის განმავლობაში მსგავსი ფაქტი არ დაუფიქსირებია. 

შეგახსენებთ, რომ სასწავლო დაწესებულების სარდაფში ნაპოვნია ნივთები რომლების ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისთვის გამოიყენება. გამოძიების ფარგლებში სარდაფში არსებული მტკიცებულებები სამართალდამცავებმა უკვე ამიოღეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

დღის ამბები